[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პროფესიული გადამზადების ტრენინგი თურქეთში

24.11.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ,

 თურქეთში ქალაქ სამსუნის ჯანიკ ბაშარის უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებლებისათვის პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს, ასევე, დაესწრნენ სამსუნის საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები. პროგრამამ მოიცვა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები და მიდგომები. მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ინგლისური ენის სწავლებისათვის აუცილებელი თეორიული საბაზისო საკითხები, სასწავლო რესურსების შემუშავება, საკლასო გარემოს ორგანიზება, სასწავლო პროცესის მართვა, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება და სასწავლო გარემოში ეფექტურად გამოყენება.