პროფესორი პაველ მიელკარზი კოზმინსკის უნივერსიტეტიდან
11.05.2016ვიშეგრადის პროექტის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) პროფესორ პაველ მიელკარზს უმასპინძლა.
პროფესორმა მიელკარზმა სემინარი ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა თემაზე: "ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება". სტუმარი, ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განიხილა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, როგორიცაა ერთობლივი და ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები.