საიმონ ვესტის ლექცია: სტრატეგიული კომუნიკაციები
24.07.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა საიმონ ვესტი საჯარო შეხვედრა გამართა. აუდიტორიასთან სამხედრო ექსპერტმა თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ''ფეიქ-ნიუსების'' პრობლემატიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე ისაუბრა. ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანი კომუნიკაციისადმი მოთხოვნილება და საჭიროება;
ინფორმაცია, როგორც ძალა – ადამიანი და ინფორმაციის დამუშავება: აღქმა, ქცევა და დამოკიდებულებები;
ქსელები/სისტემები – კავშირი ადამიანებს შორის;
გონება – სადაც ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხმარება;
თანამედროვე საინფორმაციო გარემო – გადატვირთული და ურთიერთდაპირისპირებული სივრცე; შემობრუნება პროპაგანდის ეპოქისკენ (ინტერნეტის დაბადება)
პროპაგანდა სიკეთისა და ბოროტებისთვის – წარმოშობა და განვითარება;
რუსული პროპგანდისტული მანქანის შესახებ – მაგალითების განხილვა; საინფორმაციო გარემოს ბუნება – კოგნიტური, ფიზიკური და ვირტუალური განზომილებები:
საინფორმაციო გარემოს გაგების მოდელები;
საინფორმაციო გარემოს შეფასება;
სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება;
სამიზნე აუდიტორიის ანალიზი; ნარატივების ბრძოლის ველზე:
ნარატივის თეორიის შესახებ;
ნარატივი, როგორც ბრძოლის იარაღი – თავდაცვითი და შეტევითი; როგორ გამოიყენებს კერძო და სახელმწიფო სექტორი ინფორმაციას ახალი რეალიების შესაქმნელად:
აქტორები და მათი როლის გაგება;
ნარატივი, ბრენდი და რეკლამა;
მაფორმირებელი და დამარწმუნებელი – ქცევითი ეფექტი;
ინტერნეტი – საფრთხე თუ პერსპექტივა;
ახალი გარემოებები – ახალი ბრძოლის ველი;
სიმართლის მანიპულაცია;
ინტერნეტ-ტროლინგი და მცდარი ინფორმაციები;
აღსანიშნავია, რომ საიმონ ვესტი ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.