[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

”სამართალი და ლიტერატურა“ – ამერიკელი მწერლის სკოტ ტუროვის ლექცია

09.12.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მოწვეულ სტუმარს, მწერალსა და მოქმედ ადვოკატს სკოტ ტუროვს უმასპინძლა. ბატონმა ტუროვმა წაიკითხა საჯარო ლექცია ”სამართალი და ლიტერატურა“.

სკოტ ტუროვი  შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვად ავტორებს შორის სახელდება და ცნობილია თავისი რომანებით ,,უდანაშაულობის პრეზუმპცია“ (1987), ,,უდანაშაულო“ (2010) და უახლესი რომანით ,,უდენტური“ (2011). იგი  დღემდე მოქმედი ადვოკატი და საერთაშორისო კომპანია ,,დენტონს“-ის (Dentons) ჩიკაგოს ფილიალის პარტნიორია. იგი ძირითადად მაღალი ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების საქმეებზე მუშაობს.

ლექციას ამერიკისმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრნენ. სტუმარმა მოკლედ წარმოადგინა საკუთარი კარიერა და განიხილა, როგორც საკუთარი შემოქმედება, ასევე ზოგადად თანამედროვე დეტექტიური ჟანრის ლიტერატურული ტენდენციები. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია სტუდენტებმა სტუმართან ერთად იმსჯელეს ამერიკულ ლიტერატურაზე, კულტურასა და ცხოვრების წესზე.