სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები
30.05.2017გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე „საქართველოს სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკოლოგიური სისტემისთვის, სხვადასხვა რეგულაციებსა და შეთანხმებებს საქართველოს აღმასრულებელი სექტორის მიერ ტყის მართვასთან დაკავშირებით.
სტუმარმა სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროს ლაშა ძაძამიასთან ერთად წარმოადგინა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრობლემებს საქართველოში. საუბარი მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსახლეობის დამოკიდებულება ტყის რესურსებზე, მერქნის ათვისების არასწორი პრაქტიკა, არალეგალური ჭრები და ბუნდოვანი მერქნის ბაზარი, ტყეში თანამშრომელთა მუშაობის სახიფათო გარემო და სხვა.