[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

“საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები".

აღნიშნული შეხვედრით გაიხსნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტი "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში", რომლის ფარგლებშიც სამი თვის განმავლობაში საჯარო ლექციების სერია იგეგმება. აღნიშნულ შეხვედრებს გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე, მათთვის დაიგეგმება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.