[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საქართველოში ტურიზმის სფეროში არსებულ სიახლეები

30.05.2017

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მოწვევით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსთან, გიორგი ბრეგაძესთან შეხვედრა გაიმართა. სტუმარმა ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.

 ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს – "სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ შესახებ პრეზენტაცია გამართა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აღნიშნული სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცათ.