[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

’საშემოდგომო სკოლა“ ამსტერდამის უნივერსიტეტთან ერთად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტმა ამსტერდამის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის ფარგლებში, ’’საშემოდგომო სკოლა“ დაიწყო. 

IBSU და ამსტერდამის უნივერსიტეტი, ორივე ქვეყნის სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილებების გაზიარების უნიკალურ შესაძლებობას სთავაზობს.
პროექტით გათვალისწინებულია დარგის პროფესიონალების მიერ სალექციო კურსის ჩატარება, თანამედროვე ბაზრის წარმომადგენლებთან შეხვედრა, საქართველოს ძველი ისტორიული და თანამედროვე ძეგლების მონახულება და ქართული კულტურის გაცნობა. 

აღნიშნული პროექტის ბოლოს კი სტუდენტები სხვადასხვა კომპანიების გასაუბრებისა და ჩატარებული კვლევების შედეგად ერთობლივად გამოაქვეყნებენ ’’მედია-გზამკვლევს“, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისათვის იქნება ხელმოსაწვდომი.