28 სექტემბერს, მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ლექცია გამართა თემაზე „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.
ლექციის ძირითადი თემები:
რა არის და რა არ არის საჯარო ინფორმაცია;
რისთვის არის საჭირო საჯარო ინფორმაცია;
როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია;
ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო უწყებები საქართველოში;
პროაქტიული გამჭვირვალობა;
ძირითადი მიღწევები და გამოწვევები ინფორმაციის თავისუფლების კუთხით.
ინფორმაციის თავისუფლების დღე მსოფლიოში 2002 წლიდან აღინიშნება, ხოლო IDFI საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე 2009 წლიდან ზრუნავს.