საჯარო ლექცია - ’’მდგრადი განვითარების იმპლემენტაცია“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია – ’’მდგრადი განვითარების იმპლემენტაცია“

მდგრადი განვითარება – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით მის ეკონომიკური განვითარებასა და ადამიანის კეთილდღეობას უზრუნველყოფს. 

აღნიშნული მიდგომა მომავალი თაობისთვის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ საკითხებზე გამართა საჯარო ლექცია ბარბარა ქოემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ის წლებია მდგრადი განვითარების სტრუქტურული დინამიკის საკითხებზე მუშაობს, ატარებს კვლევებს და აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს.