[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია – ”პროგრამირება და მისი მიმართულებები”

10.12.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: ’’პროგრამირება და მისი მიმართულებები''.

ლექცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს Software დეველოპერმა, გიორგი ბერიძემ, წაიკითხა.

საუბარი შეეხო პროგრამირების კონკრეტულ მიმართულებებს, მოთხოვნად პოზიციებს პროგრამირებაში და პოზიციის მიხედვით ანაზღაურებას.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო კარიერული ზრდის საფეხურებს. ასევე, იმ სირთულეებს, რომლებიც პროგრამისტის პროფესიასთან არის დაკავშირებული.

სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და პრაქტიკული რჩევები მისცა.