სემინარი ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მკვლევარებისთვის
09.06.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სემინარი გაიმართება თემაზე "გამოყენებითი სტატისტიკური ინსტრუმენტები და მეთოდები ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მკვლევარებისთვის", რომელსაც ლაშა ქავთარაძე (ეკონომიკის დოქტ. Milan / იტალია) გაუძღვება.
მისი კვლევის სფეროა გამოყენებითი მაკროეკონომიკა, მაკროეკონომეტრიკა, დროის სერიის ანალიზი, პროგნოზირება და ა.შ. ინტენსიური კურსი 13 ივნისიდან 18 ივნისამდე გაგრძელდება და 18 საათს მოიცავს.