[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

“სირიის კრიზისი და მისი გამომწვევი მიზეზები”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისტორიკოს, აღმოსავლეთმცოდნე, სიმონ გურეშიძის საჯარო ლექციების სერია გაიმართა.

პროექტი ორგანიზებულია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით და ეხება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას – ისლამური სახელმწიფოს აღზევებას ახლო აღმოსავლეთში და უფრო კონკრეტულად, სირიაში. ასევე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმოხილვას და სირიის კრიზისის სავარაუდო შედეგების პროგნოზირებას მსოფლიო მასშტაბით. პროექტის ფარგლებში წინასწარ შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს აღნიშნული თემის გარშემო ლექციები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც, ისინი ორი დღის განმავლობაში მენტორების ზედამხედველობის ქვეშ ჯგუფურ სამუშაოებს გამართავენ. მიღებულ შედეგების პრეზენტაცია 27 ნოემბერს, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე გაიმართება.