[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სოფიაში ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმი გაიმართება

26.04.2023

21-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს.

ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი.

მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, განთავსების, კვების და ტრანსპორტის ხარჯებს ფარავს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) და მისი პარტნიორები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 15 მაისი.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა წარმოდგენილია ბმულზე: https://www.profutur.com.pl/forum/forum-2023-appel-%C3%A0-candidatures/