სტუმრობა თავდაცვის აკადემიაში
27.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ.
შეხვედრის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგინეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მემორანდუმის თანახმად აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტები განხორციელდება. ამასთან, შემუშავდება საგანმანათლებლო და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები.