[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე ინგლისური ენის დამხმარე მასწავლებლების ტრენინგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  ფულბრაიტის (Fulbright)პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ ინგლისური ენის 5 დამხმარე მასწავლებელს უმასპინძლა. საორიენტაციო შეხვედრასთან ერთად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორებმა მასწავლებლებისათვის ტრენინგი და რამდენიმე სემინარი ჩაატარეს ენის სწავლების მეთოდოლოგიაზე.

 ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროგრამის მონაწილეებისათვის  ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარეს, რაც სტუმრებს მარტივი ფუნქციური ენის შესაბამის კონტექსტში სწორად გამოყენებაში დაეხმარებათ. ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეები საქართველოში  9 თვე დარჩებიან, ინგლისური ენის მასწავლებლების დასახმარებლად და სამეცნიერო კვლევებისთვის. საორიენტაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ ისინი სხვადასხვა ადგილას იცხოვრებენ – თბილისში, აჭარაში, სვანეთსა და შიდა ქართლში.