შეხვედრა პირველკურსელების მშობლებთან.
22.12.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით პირველკურსლების მშობლებთან ტრადიციული შეხვედრა მოეწყო.
ამჯერადაც, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გააცნეს მშობლებს სწავლის პროცესთან დაკავშირებული დეტალები. ისაუბრეს ფაკულტეტზე და ზოგადად უნივერსიტეტში შექმნილი იმ გარემოზე, რომელიც სტუდენტების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამომჟღავნებას უწყობს ხელს და ახალისებს მათ ჩართულობას სხვადასხვა სემეცნიერო კონფერენციაში, პროექტებსა და სოციალურ აქტოვობებში.