გიგი თევზაძის საჯარო ლექცია – კრიტიკული აზროვნება
24.05.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „კრიტიკული აზროვნების სკოლის“ დამფუძნებელის გიგი თევზაძის საჯარო ლექცია „კრიტიკული აზროვნება და მისი აუცილებლობა თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა.
ლექციის ფარგლებში, სტუმარმა შემდეგი თემები განიხილა:
• თანამედროვე განათლება და კრიტიკული აზროვნება;
• კრიტიკული აზროვნება და თანამედროვე საინფორმაციო სივრცე;
• კრიტიკული აზროვნების და თვითიდენტიფიკაციის ისტორია;
• თანამედროვე კრიტიკული აზროვნების მეთოდი და წესები;
ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და თვითშემეცნებისა, თვითრეფლექსიის კონსტრუირების ძირითადი პრინციპებს შეეხებოდა. ასევე, ამ კუთხით საგანმანათლებლო სისტემის სუსტ მხარეებს და შესაძლო განვითარების გზებს.