დიდი ბრიტანეთის ელჩის სტუმრობა
11.10.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზ სმიტი, ეწვია. სტუდენტებთან შეხვედრისას მან ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ბ-ნ ჯასტინმა ყურადღება გაამახვილა ბრექსიტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის მნიშვნელობაზე ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. სტუდენტებთან საუბრისას, ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრის პარალელურად, ტელეკომპანია'' იბერიისთვის'' სატელევიზიო გადაცემა მომზადდა.