თანამშრომლობა ”დოიჩე ველე აკადემიასთან”
13.11.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის ფარგლებში რადიოჟურნალისტიკაში ინტენსიურ კურსს გადის.
ორკვირიანი ტრენინგკურსი 17 ნოემბერს სრულდება. კურსის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია source fabric-ი (Open Source Tools for Journalism) სტუდენტებს რადიო ვებპლატფორმას უფასოდ გადასცემს – ეს კი სამომავლოდ საუნივერსიტეტო სტუდენტური რადიოს ამუშავების რეალურიშესაძლებლობაა.