[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

რიგგარეშე მობილობა IBSU-ში

17.07.2023

რიგგარეშე მობილობა იბსუში

შპს ალტე უნივერსიტეტისინგლისური ფილოლოგიისსაბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის განისაზღვრა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

მობილობის ეტაპები შემდეგია:

  1. 2023 წლის 24 – 28 ივლისი – პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა;
  2. 2023 წლის 24 ივლისი – 3 აგვისტო – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
  3. 2023 წლის 4 აგვისტო – მობილობის წესით ჩასარიცხი პირების მიერ შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გაფორმება.
  4. 2023 წლის 7 აგვისტო – სამართლებრივი აქტების პროექტების საინფორმაციო სისტემაში წარდგენა.

პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ, 2023 წლის 2-3 აგვისტოს, მობილობის მსურველმა სტუდენტმა შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (იხ. თანდართული ფაილი);
  • დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

ა) ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (60%+1)

ბ) ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;

გ) ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ჩააბაროს შზსუ-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა; გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შზსუ-ს ვებ-გვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან დაუკავშირდით iro@ibsu.edu.ge;   nmaghalashvili@ibsu.edu.ge

მობილობის წესით ჩასარიცხი პირებმა შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) უნდა გააფორმონ (4 აგვისტო). თანხმობის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხი პირი ხელს აწერს შზსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვისა და კრედიტების აღიარების თანხმობის ფორმას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს შზსუ-ში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • საბუთებთან დაკავშირებით – კანცელარიის სამსახურს (1000-1400);
  • მობილობის პროცესთან დაკავშირებით – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
  • პროგრამასთან და კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით – შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

ტელეფონი: 032 2595005/06 ;  +995  597 215 131; ელ. ფოსტა contact@ibsu.edu.ge

თანდართული დოკუმენტაცია:

⮚    განცხადება / Application

⮚    თანხმობა ჩარიცხვაზე IBSU Mobility Application for Consent

⮚    პროცესის შეწყვეტა და უარი / Mobility Application Terminating