”საქართველო საუკუნეთა გასაყარზე – გამოწვევები და მიღწევები”
07.12.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Future Leaders Club-ის ორგანიზებით ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის გია ნოდიას ლექცია გაიმართა, რომელიც მე-20, 21-ე საუკუნის საქართველოს უახლესი ისტორიის მიმოხილვას შეეხებოდა.