[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის თემაზე

27.11.2017

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა.

საჯარო ლექციას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ადეიშვილი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ნათია ხიზამბარელი გაუძღვნენ.

პროკურორმა შემდეგი საკითხები განიხილა:

1. ოჯახში ძალადობა;
2. ოჯახში ძალადობის ფორმები;
3. დაზარალებულთა უფლებები და სტატუსის მინიჭების პროცედურა;
4. ოჯახში ძალადობის/ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინების ვალდებულება;
5. დაცვის მექანიზმები და სერვისები;
6. ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი
7. ახალი დანაშაული – ადევნება.

ხოლო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში განხილეს შემდეგი საკითხები:

– კოორდინატორის სამსახური;
– დაზარალებულის უფლებრივი და ემოციური მდგომარეობა;
– კოორდინატორის ფუნქციები და –
მოვალეობები გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე;
– სტატისტიკური ინფორმაცია.