[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია – „სტაჟირება -საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები“

31.05.2023

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით, პროექტის – “სტაჟირების ხელშეწყობა” – ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ჯოლიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე „სტაჟირება -საკანონმდებლო მოწესრიგება და პრაქტიკული ასპექტები.“

საჯარო ლექციაზე განიხილეს სტაჟირების შესაძლებლობები და საკანონმდებლო რეგულაცია, სტაჟირების სპეციფიკა კერძო და საჯარო სექტორში, სტაჟირების ხანგრძლივობა, სტაჟირების ანაზღაურების სპეციფიკა და უფლებები და ვალდებულებები სტაჟირების პროცესში.