ირაკლი ალასანიას ვიზიტი IBSU-ში
04.06.20154 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაეროს დებატების კვირეულის
ფარგლებში პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას უმასპინძლა.
ბატონმა ირაკლიმ დელეგატებთან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს განვითარების ეტაპებზე 90-იანი წლებიდან დღემდე. ასევე ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის იდეოლოგიებზე.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ბატონ ირაკლის შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ. შეხვედრაზე ბატონმა ილიასმა სტუმარს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის, გაცვლითი პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ირაკლი ალასანიას გადაეცა სიმბოლური საჩუქარი უნივერსიტეტის სახელით.
მოგახსენებთ, რომ შეხვედრა საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის (Georgian Model United Nations Association) ინიციატივით გაიმართა.
https://www.facebook.com/georgianMUN