მემორანდუმი საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტთან
08.06.20152015 წლის 8 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და
საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას იბსუს სტუდენტებისთვის, ასევე ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საუბარი შეეხო ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ინსტიტუტის კოლეგიის წევრები:
გიორგი კობერიძე, გიორგი თუთბერიძე და გიორგი ლემონჯავა
უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის მხრიდან – კოლეგიის სამივე წევრმა.