”დასაქმების ფორუმი 2016”
20.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმარების ოფისმა ''დასაქმების ფორუმი'' გამართა, რომელშიც 20-ზე მეტმა ქართულმა და უცხოურმა ბიზნესკომპანიამ მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა:
''საქართველოს ბანკი'', ''პროკრედიტ ბანკი'', ''გალფი'', ''ჯეოსელი'', ''პსპ ლიზინგი'', ''ალდაგი'', G4G და ა.შ. კომპანიებმა მსურველებს ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები შესთავაზეს.
ღონისძიებამ დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს ''ნეთვორქინგის'' შესაძლებლობა მისცა.
IBSU-ს კარიერული დაგეგმარების ოფისი ფორუმს ყოველწლიურად ატარებს.