“ბიზნეს ანბანის” მორიგი ტრენინგი
5 დეკემბერს დაიწყო პროექტ "ბიზნეს ანბანის" მორიგი ტრენინგი. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის მოსწავლე გადანაწილდა ჯგუფებში.4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია თითოეული პროფესიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებისათვის.
“ინფლაცია და მისი გაანგარიშების მეთოდიკა’’
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს უმასპინძლა. სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ინფლაცია და მისი გაანგარიშების მეთოდიკა’’. პრეზენტაცია ინტერაქტიული იყო და მასში სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.