[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

2021 წლის, 13   აპრილს, 15:00 საათზე  იმართება ნანული ჩიტაშვილის    სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა   “ სწავლის ავტონომიის განვითარება ინგლისურის როგორც უცხოური ენის აუდირების უნარჩვევების სწავლებისას (საქართველოს საშუალო სკოლების მაგალითზე)” შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი, კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შზსუ-ს ბიბლიოთეკაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადის 2021 გამარჯვებულები გამოვლინდნენ! აბიტურიენტებო, გილოცავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო გრანტების მოპოვებას! შედეგები იხილეთ ბმულზე: https://ibsuolympiad.ge/

ძვირფასო აბიტურიენტებო, კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. როგორც უკვე გაცნობეთ, უნივერსიტეტი აკრედიტირებულ რეჟიმში ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას. აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარის მომზადების პერიოდში, აღნიშნული პროგრამა გადიოდა ხელახალ აკრედიტაციას და არ იძებნებოდა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. მიმდინარე წლის

20 და 21 მარტს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეექვსე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს IBSU Talks ონლაინ შეხვედრებს პირველი ibsutalks დაეთმობა თემას - როგორ მოქმედებს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა წარმატებაზე შეხვედრა გაიმართება 18 მარტს, 20:00სთ ფბ ლაივში პიროვნული განვითარების ტრენერთან და ქოუჩთან Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გზამკვლევში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო მიღებაზე შესაძლებელია უცხო ენად ჩაბარდეს ინგლისური ენა ან გერმანული ენა . ამ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენთებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რომ: პროგრამა არის ინგლისურენოვანი. სტუდენტებმა ინგლისური უნდა იცოდნენ შესაბამისად, რომ შეძლონ ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, განახორციელა რისკების შეფასება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, ლექტორებისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით. 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი უნივერსიტეტში 15 მარტიდან განახლდება შერეული (ჰიბრიდული) მეთოდით ბაკალავრიატის პირველი, მეორე და მესამე  კურსელებისათვის.  რაც გულისხმობს სტუდენტებსა და

დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-8 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 119-მა მოსწავლემ. ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (50 მოსწავლე), 9-10 კლასები (44 მოსწავლე) და 11-12 კლასები (25 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით