მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე IBSU-ში
"Lingo Quest კლუბმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს კრეატიული ღონისძიება მიუძღვნა. იბსუს სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კლუბის წევრების მიერ შექმნილი ბანერის „Magic Shop” ირგვლივ, დაფაზე დაეტოვებინათ ნეგატიური ემოციები, ტკბილეულისა და პოზიტიური შეტყობინებების სანაცვლოდ. ამ მაგიური ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებსა და
კონკურსი თანასწორობის ელჩი
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა. თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო
ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური IBSU-ში
ტრადიცისამებრ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელსაც უმასპინძლა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს სამ ასაკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასები. დასკვნით ტურში სულ ჯამში 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
რომან შტრასე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის
2021-22 წლების საფეხბურთო ლიგა დასრულდა
2021-22 წლების საფეხბურთო ლიგა დასრულდა 16 აპრილს. მასში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი. გაიმარჯვება მოიპოვა გუნდმა Fc Sokhumi.
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა IBSU-სა და არასამთავრობო ორიგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორიგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" შორის. მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.
IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში სამუშაო ვიზიტით დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურისტული სოფელი მოეწყო
IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა - გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე
საჯარო ლექცია “პროდუქტის როლი მარკეტინგში”
IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია "პროდუქტის როლი მარკეტინგში". დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა მარკეტინგის შესახებ საინტერესო ამბები და დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეკითხვები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბიზნეს ანბანის პროექტი/Basics of Business
იაპონური მანგების კონკურსი IBSU-ში დასრულდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით მანგების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით: ელენე ლუაშვილი - Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,