[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე) სრული აკრედიტაცია მიენიჭა. ვრცლად: www.interpressnews.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზაფხულო ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ სასურველ პროფესიებს, შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები და მეგობრები. დასკვნით ღონისძიებაზე ბანაკის ტრენერები და მონაწილეები სერტიფიკატებით და ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შეკრებილთა განწყობაზე კი IBSU-ს მუსიკალურმა ბენდმა იზრუნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა შეკრების ტრადიციას აგრძელებს. წლევანდელ საზეიმო შეკრებას, რომელიც გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებითა და მუსიკალური გაფორმებით, სასტუმრო 'ბილტმორმა' უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეკრება უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს ამყარებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს  ეროვნული ოფისის  საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის გაზრდას და IBSU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფას. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს "ჰორიზონტი ევროპას" ჩარჩო პროგრამა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველ კონკურსში გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს სერტიფიკატები გადასცა. CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება

IBSU-ში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მათ მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები. ვრცლად: www.interpressnews.ge

IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს. IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საგანმათლებლო პროგრამის წარდგენა ამ მასშტაბის პროფესიულ ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა. მობილობის ეტაპებია: 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე - მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის კანცლერმა ექრემ დინდაროლმა და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა, თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსთვის და სამახსოვრო სერტიფიკატებითდააჯილდოვეს, ხოლო სპონსორებმა - Ballroom,