[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალქანმა და ამავე ოფისის თანამშრომელმა, ნათია მაღალაშვილმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. შეხვედრაზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს შეფასების სისტემის, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR) მიერ ორგანიზებულ განათლების რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალაქ ბარსელონაში. კონფერენციაში 200-მდე მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. IAFOR-ის კონფერენციები განათლების შესახებ ხელს უწყობს აკადემიურ

სასწავლო წლის პირველ დღეს​ ​შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების გამოფენა მოეწყო. პირველკურსელებს საშუალება ქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასურველი კლუბებისა და მათი საქმიანობის შესახებ. სტუდენტური კლუბების გამოფენა მუსიკალურად IBSU-ს ბენდებმა გააფორმეს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 20-მდე სტუდენტურ კლუბს აერთიანებს, ხელს უწყობს სტუდენტებს მათი იდეების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება;

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას აგრძელებს! პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. განცხადების მიღების ვადა - 30 ნოემბრის ჩათვლით. დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა დაიწყო! მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ 26 სექტემბრის ჩათვლით - https://socreg.mes.gov.ge/login/ საქართველოს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.