IBSU-ს ტრენინგი მოსწავლეებისთვის – „იპოვე შენი მომავალი პროფესია“
IBSU-მ უმასპინძლა 71-ე და 118-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო ტრენინგის ფარგლებში - „იპოვე შენი მომავალი პროფესია.“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტრანსფორმაციული ქოუჩის, თამარ შოშიაშვილის პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიის არჩევაში და ხასიათისა და თვისებების მიხედვით, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებაში სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტით.
მოსწავლეთა ზამთრის მე-11 ოლიმპიადა ინფორმატიკაში: საბოლოო შედეგები
საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-11 ოლიმპიადა ინფორმატიკაში დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 121-მა მოსწავლემ. იხილეთ საბოლოო შედეგები: 5-8 კლასები 9-10 კლასები 11-12 კლასები
IBSU-მ უმასპინძლა „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ პროექტის მორიგ ნაკადს
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, რომელშიც გამარჯვებულებს გადაეცათ პალიტრა L-ის წიგნები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 16-17