[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერებმა რუსთავის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ უმაღლესი სასწავლებლების კონკრეტულ პროგრამებს. გამოფენაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საავიაციო უნივერსიტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრი 3x3 კალათბურთში ჩატარდა.  შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პორტუგალიელ სტუმრებს შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ხელმძღვანელი, თამთა ცქიტიშვილი და ბიზნესის სკოლის ახალი დეკანი, დარა აჰმედი. სტუმრებმა შეხვედრაზე ევროპის ბიზნესის სკოლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ლექცია წაიკითხეს. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზეც.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჩატარდა. კარლ პოპერის დებატების ფორმატში სტუდენტურმა გუნდებმა იდებატეს შემდეგ თეზისზე: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დააჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას NATO-ში“. დებატების გამარჯვებული სტუდენტური გუნდი IBSU-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს დებატების ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც 2024 წლის „ახალგაზრდული ფესტივალის“

იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა, ხოლო ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის