ბიზნესის სკოლის დეკანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში შეხვდა საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს და მათი უკუკავშირი მოისმინა. შეხვედრების ციკლის “ყავა და ჩაი დეკანთან” ფარგლებში, ბიზნესის სკოლის დეკანმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, საგანმანათლებლო პროცესებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.