[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

24 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინძლობს საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადას ინფორმატიკაში

19.02.2018

2018 წლის 24 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადaში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე,  IX–X  და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

 

ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:

9:30 – 10:00 – მონაწილეთა რეგისტრაცია

10:00 –  10:30 – ოლიმპიადის გახსნა

10:30 – 11:00 – საცდელი ტური

11:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური

15:00 – 16:00 – ტურზე წარმოდგენილი ამოცანების გარჩევა

16:00 – 17:00 – ოლიმპიადის დახურვა

 

საკონტაქტო პირი:

გიორგი მანდარია, მობილური: 599 429234

E-mail: mandariag@gmail.com