შიდა მობილობის ვადები 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შიდა მობილობის ვადები 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

განისაზღვრა 2022-23 სასწავლო წლის შემდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები, შემდეგი თანმიმდევრობით.

  1. საბაკალავრო პროგრამებზე:
    • 2022 წლის 13-15 ივლისი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
    • 2022 წლის 18 ივლისი – 26 აგვისტო – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
    • 2022 წლის 24 აგვისტო – 2 სექტემბერი – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
    • 2022 წლის 5 – 7 სექტემბერი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
    • 2022 წლის 8 სექტემბერი – შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.

 

2.  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:

    • 2022 წლის 13-20 ივლისი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
    • 2022 წლის 29 აგვისტო – 7 სექტემბერი – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
    • 2022 წლის 8-16 სექტემბერი – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
    • 2022 წლის 19-22 სექტემბერი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
    • 2022 წლის 23 სექტემბერი – შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.

 

საჭირო ბმულები:

მობილობის ფორმა

მობილობის წესი