ფორსეტმა Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-6 კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ფორსეტმა Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-6 კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

ფორსეტმა Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-6 კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო. კონკურსის თითოეული გამარჯვებული 1000-დან 1500 ლარამდე ფულად პრიზს მიიღებს.

კონკურსს წინა რაუნდებისგან განსხვავებული ფორმატი აქვს და ორ ეტაპად მიმდინარეობს:

I – კონკურსის შეთავაზებული თემებიდან მონაწილეები ერთს ამოირჩევენ და საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას შეეცდებიან. საკითხის ირგვლივ გამოითხოვენ საჯარო ინფორმაციას AskGov.ge-ის მეშვეობით და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 30 ივნისს წარმოადგენენ კვლევის შედეგებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გეგმას. Შეირჩევა 3-5 პროექტი, რომელთა ავტორები მიიღებენ ფულადი პრიზის ნახევარს.

II – შერჩეული მონაწილეები, მენტორებთან ერთად, იმუშავებენ კვლევის შედეგების ვიზუალიზაციაზე. Მას შემდეგ, რაც ვიზუალიზაცია ფორსეტის ან/და პარტნიორის პლატფორმებზე გამოქვეყნდება, ავტორები მიიღებენ ფულადი პრიზის მეორე ნახევარს.

საკონკურსო თემებია:

  • განათლება
  • Სახელმწიფო Ბიუჯეტის ხარჯვა
  • საგარეო ვალებით დაფინანსებული პროექტები და ათვისება
  • თანასწორობა და ადამიანის უფლებები
  • Საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა და სტატისტიკა
  • თავისუფალი თემა (საჭიროა თემის დასაბუთება სარეგისტრაციო ფორმაში ან რეგისტრაციის შემდგომ, ორგანიზატორებთან)

9 ივნისს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთი ინფო სესიაზე, სადაც პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. კონკურსის ფორმატს და ვადებს ამ დოკუმენტში შეგიძლია გაეცნო. რეგისტრაციისთვის კი გადადით ბმულზე: docs.google.com/forms