[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

„მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“

27.11.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო: „მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“. კურსი განკუთვნილია კერძო/საჯარო სკოლების დირექტორებისთვის, მოადგილეებისთვის, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ სკოლაში სასწავლო პროცესის მართვისა და შეფასების სისტემასთან.

 კურსი სასწავლო პროცესის ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ადმინისტრატორებს.

ტრენინგ-პროგრამის მიზნები:

• თანამედროვე სკოლის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მახასიათებლების და კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპების გაცნობა;

• კვლევაზე ორიენტირებული, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილებისა და სასწავლო პროექტების დაგეგმვა/შეფასება;