საერთაშორისო საზღვაო სამართლის აქტუალური საკითხები
01.12.2017 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სამართლის დოქტორის, საერთაშორისო სამართლის პროფესორის ეკა სირაძის საჯარო ლექცია გაიმართა -საერთაშორისო საზღვაო სამართლის აქტუალური საკითხებზე. შეხვედრის თემატიკა იმ პრობლემებს შეეხებოდა, რომელსაც სახელმწიფოები საერთაშორისო ზღვებსა და ოკეანეებში იურისდიქციის გავრცელებისას აწყდებიან.
განხილულ თემებს შორის იყო სამართლებრივი რეიმის მქონდე 9 ზონა (შიდა წყლები; ტერიტორიული ზღვა; მიმდებარე ზონა; განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა; განსაკუთრებული თევზჭერის ზონა; არქიპელაგური წყლები; კონტინენტური შელფი; ღია ზღვა; ღია ზღვის ფსკერი.) და ამ ზონებში სახელმწიფოების სამართლებრივი რეგულაციები.