დავით პაიჭაძის საჯარო ლექცია
01.12.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედია კლუბის ორგანიზებით დავით პაიჭაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: " მედია – როგორც ძალადობის წამქეზებელი".
ლექციის ფარგლებში სტუმარი არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო – სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსების შელახვის ზღვარს: უნდა დაუთმოს თუ არა ჟურნალისტმა ტრიბუნა ადამიანს, რომელიც ძალადობის შემცველ მესიჯებს ავრცელებს. არის თუ არა საერთოდ ეს სიტყვის თავისუფლება და რა ფაქტორებს იყენებს ქართული მედია ვერბალური და არავერბალური მესიჯების გავრცელებისას.