ეკა გიგაურის საჯარო ლექცია
04.06.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ''საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს'' აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა კორუფციის რაობა, კორუფციის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა და საქართველო. სტუმარმა განიხილა კორუფციის აღმოფხვრის გზები და "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ გამოყენებული მექანიზმები ამ კონტექსტში.
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ თავიანთი კომენტარები.