[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

23.07.2018

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორზე და ასოცირებულ პროფესორზე 5 წლისვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში: 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

  1. ეკონომიკაპროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  2. ეკონომიკაასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

  1. განათლებაასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
  2. თარგმანმცოდნეობა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე

  1. მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  2. საბუღალტრო აღრიცხვა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  3. მარკეტინგიპროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
  4. მარკეტინგიასოცირებული პროფესორი ( 1 ვაკანტური ადგილი)

სამართლის ფაკულტეტზე

  1. კერძო სამართალიპროფესორი( 1 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება პროფესორის თანამდებობაზე და  არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
  • კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება;
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • პედაგოგიური უნარ-ჩვევები; 
  • ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

კონკურსის დამატებითი პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV); 
  • საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • სამეცნიერო-პედაგოგიურიმოღვაწეობისდამადასტურებელიცნობა; 
  • სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სიადა მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • 2 ფერადი ფოტოსურათი(3×4);
  • პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი; 
  • სარეკომენდაციო წერილი (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან; 
  • არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ბოლო5 წლისგანმავლობაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
  • დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურენაზე(თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე(თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.

 

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაშიკანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთერთ საკითზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები(ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 20 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით(14:00 სთ-დან16:00 სთ-მდე) შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005(131/132), ელ.ფოსტა:hr@ibsu.edu.gedmchedlishvili@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლისხეივანიმე-13 კმ,#2.