IBSU-ს სტუდენტებისთვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს
25.10.2019IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის – მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – კლარენს ვან დერ პიუტმა და ბარტ დე ჰანმა ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე: ,,მარკეტინგული სტრატეგიები, ბრენდის მენეჯმენტი, ნეირომარკეტინგი, მომხმარებლის ქცევა”.