საჯარო ლექცია “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი”
15.04.2022 “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ჰიბრიდული საჯარო ლექცია “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი”.
ლექციის მიზანი გახლდათ სტუდენტებისათვის/ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების ახსნა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაცია.