[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში კერძო სამართლის სიმპოზიუმი გაიმართა

04.06.2022
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის: მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემატიკა დელიქტიდან წარმოშობილ დავებში და სამედიცინო დელიქტების სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები.
შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე.
შეხვედრას უმასპინძლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  – International Black Sea University  ორგანიზაციასთან “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.