საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი დაესწრო DAAD თბილისის ახალი ოფისის გახსნას
12.06.2022საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, მელიქ ალკანი მიწვეული იყო DAAD თბილისის ახალი ოფისის ინაუგურაციაზე, სადაც მან ისაუბრა DAAD-თან საერთაშორისო ურთიერთობის გამოცდილების პანელზე.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფართოვებს წარმომადგენლობათა ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 9 ივნისს თბილისში DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. ის არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება. საგარეო წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრა DAAD-ის გენერალური მდივანი, დოქტ. კაი ზიქსი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ.-ნი ნუნუ მიჩკევიჩი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ასევე სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.