IBSU-ში მოქმედმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ, კლუბებმა და სეზონურმა სკოლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
21.06.2022🎉აკადემიური წლის მიწურულს IBSU-ში მოქმედმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ, კლუბებმა და სეზონურმა სკოლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან, კანცლერი ექრემ დინდაროლ და ადმინისტრაციის სხვა წევრები.
სტუდენტებმა შეაჯამეს განხორციელებული პროექტები და აგრეთვე წარმოადგინეს სამომავლო გეგმებიც.
უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს აქტიური მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიური იქნება სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
📌 IBSU-ში ამჟამად მოქმედებს სტუდენტური თვითთმართველობა, 13 სტუდენტური კლუბი და 2 სეზონური სკოლა: ბიზნეს ანბანი და სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის.