[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ამერიკელი მწერლების ვიზიტი IBSU-ში

01.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ამერიკელ მწერლებთან.

უნივერსიტეტს ესტუმრა: კრისტოფერ მერილ – ამერიკელი პოეტი, ესსეისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, ენჯი კრუზი – ნოველისტი და პროფესორი პიტსბურგის უნივერსიტეტიდან და როსა ალკალა – პოეტი და მთარგმნელი.

შეხვედრას უძღვებოდა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი პროფესორი, დოქტორი თამარ შიოშვილი. სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც სტუმრებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების, პოლიტიკურ-სოციალური საკითხების, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ამერიკელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისა და საინტერესო პრეზენტაციებისთვის, აგრეთვე ისაუბრეს საქართველოში სტუმრობისას საკუთარ შთაბეჭდილებებზე.

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორ თამარ შიოშვილის შეფასებით, ამგვარი აქტივობები ძალზე მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, ვინაიდან, საშუალება აქვთ უფრო ახლოს გაეცნონ ამერიკელი ხალხის კულტურასა და ტრადიციებს.

ცნობილ ამერიკელ მწერლებთან შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო წერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროსთან პარტნიორობით ახორციელებს ცნობილი ამერიკელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიზიტებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და კულტურულ დაწესებულებაში.