არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების პრეზენტაცია
05.07.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა ამ მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადებული მაკეტებისა და პრეზენტაციების ჩვენება.
სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ნაგებობების შესახებ პრეზენტაციები, აგრეთვე აუდიტორიას წარუდგინეს ამ ნაგებობების მაკეტები, რომლებიც მათ მიერვეა მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ექრემ დინდაროლ, ვიცე რექტორი სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით პროფესორი თეა კბილცეცხლაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ილია ბოცვაძე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი წანაწყენიშვილი და ამავე მიმართულების სხვადასხვა კურსის სტუდენტი.
ვიცე რეტორის, პროფესორ თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ამგვარი პრეზენტაციები მნიშვნელოვანია სტუდენტთათვის, რათა უფრო განვითარდნენ საჯაროდ გამოსვლისა და პრეზენტაციების ორგანიზების მიმართულებით, რაც არქიტექტორის პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ღონისძიება ჩატარდა არქიტექტურის სასწავლო კურსის „Architectural Physics and Building Technologies“ ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, სადაც არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა მოქმედებს.